ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!
ცხადდება კონკურსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახში.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:
2022 წლის 2-დან 8 დეკემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 9 დეკემბერს.
კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ამონაწერი (საქართველოს ბანკიდან);
- 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2022 წლის 8 თებერვლიდან 8 აგვისტოს ჩათვლით) პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დოკუმეტაციაში გარკვევით უნდა ჩანდეს კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღი.
- განცხადება ივსება ადგილზე;
გისურვებთ წარმატებებს!
- რექტორის ბრძანება
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი
- პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები